ლუკა ტონი - კეინზე მეტად „იუვენტუსს“ გაბრიელ ჟეზუსი გამოადგება
ლუკა ტონი - კეინზე მეტად „იუვენტუსს“ გაბრიელ ჟეზუსი გამოადგება

„იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი, ლუკა ტონი ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას „მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი ფორვარდის, გაბრიელ ჟეზუსის შეძენას ურჩევს. ამ ინფორმაციას იტალიური პორტალი „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.

„კრიშტიანო რონალდო სუფთა ცენტრფორვარდი არ არის, თუმცა გოლების უმეტესობა მაინც მას გააქვს. მე მიმაჩნია, რომ ჰარი კეინი პორტუგალიელის გვერდით თამაშს ისე კარგად ვერ შეძლებს, როგორც გაბრიელ ჟეზუსი. მას ბევრი გოლი გააქვს და საგოლე გადაცემებსაც იძლევა. გარდა ამისა, თავისუფალ ზონებს გრძნობს, პრესინგში მონაწილეობს და ამ ყველაფერთან ერთად, ჯერ 22 წლისაა“, – ამბობს ტონი.

მიმდინარე სეზონზე ჟეზუსმა ინგლისის პრემიერლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა (აქედან 13 სასტარტოში დაიწყო), გაიტანა 10 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.