ლუკა პარკაძე თბილისის „იბერიაში“ ვარჯიშობს #1TVSPORT

20:35, 13.07.2026

საქართველოს ჩემპიონ თბილისის „იბერიაში“ ლუკა პარკაძე ვარჯიშობს, მასთან კონტრაქტის  გაფორმების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

პარკაძე ნამდვილად ჩვენთან ვარჯიშობს, ვაკვირდებით და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. ჯერჯერობით ნორმალურად ვერ დავაკვირდი, რადგან ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაში „ფლორასთან“ საპასუხო თამაშზე ვარ კონცენტრირებული“, – გვითხრა „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ.

21 წლის ლუკა პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2022 წელს კონტრაქტი გააფორმა მიუნხენის „ბაიერნთან“, მაგრამ იჯარით ავსტრიის მეორე ლიგის „ადმირა ვაკერში“ გადავიდა.

2024 წლის აგვისტოში გერმანიის რეგიონული ლიგის „ალტგლიენიკეს“ წევრი გახდა, 2025 წელს კი ავსტრიაში დაბრუნდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მეორელიგელ ზალცბურგის „აუსტრიაში“ ჩაირიცხა.

მსგავსი