ლუკა პარკაძე „ადმირას“ რიგებში მოედანს დაუბრუნდა და გოლი გაიტანა #1TVSPORT
ლუკა პარკაძე „ადმირას“ რიგებში მოედანს დაუბრუნდა და გოლი გაიტანა #1TVSPORT

ლუკა პარკაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლი გაიტანა. 19 წლის ქართველმა შემტევმა ეს „ადმირას“ დუბლშემადგენლობაში მოახერხა.

„ადმირა პანტერამ“ მეორე რეგიონული ლიგის 27-ე ტურში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „ბრუნ ამ გებირგე“ 4:0 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. პარკაძემ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა და 60 წუთი ითამაშა.

ლუკა პარკაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც მიუნხენის „ბაიერნმა“ შეიძინა. 2023 წელს გერმანულმა გრანდმა ფეხბურთელი „დინამო თბილისიდან“ დაიმატა.

ზაფხულში „ბაიერნმა“ ლუკა სათამაშო გამოცდილებისთვის „ადმირაში“ გაუშვა, მაგრამ ავსტრიულ გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ტრავმის გამო სეზონი გაუცდა.