ლუკა მოდრიჩს კატარის ჩემპიონატიდან შეთავაზება აქვს #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩს კატარის ჩემპიონატიდან შეთავაზება აქვს #1TVSPORT

ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს შეთავაზება აქვს კატარის ჩემპიონატიდან. ფინანსური მხარის კონკრეტული ციფრები არ სახელდება, მაგრამ აღნიშნავენ, რომ „ეს ძალიან სარფიანი წინადადებაა“.

ხორვატი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით „რეალი“ სეზონის დასრულებამდე ჩამოყალიბდება, რათა ჰქონდეს დრო მოდრიჩისთვის გამოსათხოვარი ცერემონიის მოსაწყობად.

თავად ფეხბურთელს არა ერთხელ განუცხადებია, რომ არ სურს „რეალის“ დატოვება და უნდა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელება.