ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა
ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა

„სამეფო კლუბის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა გადაწყვიტა, რომ „რეალში“ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს,  – იუწყება AS.

გამოცემის ინფორმაციით, ხორვატმა ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას მოელაპარაკა და დაარწმუნა, რომ კონტრაქტის ბოლომდე „რეალის“ დატოვებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ხუთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.