ლუკა მოდრიჩმა „რეალი“ შეიძლება „მილანით“ შეცვალოს
ლუკა მოდრიჩმა „რეალი“ შეიძლება „მილანით“ შეცვალოს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი შესაძლოა, „მილანში“ გადავიდეს სათამაშოდ, – იტყობინება „სკაი სპორტს იტალია“ (Sky Sport Italia).

რამდენიმე წყარო წერს, რომ ხორვატი ფეხბურთელის აგენტმა შეხვედრა გამართა მილანური კლუბის ხელმძღვანელობასთან, რომელიც 33 წლის მოდრიჩს განიხილავს გუნდის მომავალ ლიდერად და ახალგაზრდა ფეხბურთელების დამრიგებლად. თუმცა, მომავალი ტრანსფერის მთავარი წინაღობა შეიძლება გახდეს ლუკას მაღალი ხელფასი. დღეს, მოდრიჩის წლიური შემოსავალი მადრიდში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

2018-19 წლების სეზონში ლუკა მოდრიჩმა „რეალში“ 46 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.