ლუკა მოდრიჩი - რონალდუსთვის და მესისთვის ჯილდო მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა მას თავად იღებენ
ლუკა მოდრიჩი - რონალდუსთვის და მესისთვის ჯილდო მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა მას თავად იღებენ

2019 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა, ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის არყოფნას პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე კომენტარი გაუკეთა.

„არ შემიძლია ავხსნა, რატომ არ მოვიდნენ – ეს მათი არჩევანია. შეიძლება დავასკვნათ, რომ ნომინაციები და პრიზები მათთვის ღირებულია მხოლოდ მაშინ, როცა თავად იღებენ მას. ეს არ არის სამართლიანი სხვა მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და იმათ მიმართ, ვინც მათ ბოლო 10 წლის განმავლობაში ხმას აძლევდა. მაგრამ, გავიმეორებ, თითოეული იქცევა ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნევს. რაც შეეხება ჩემს გამარჯვებას, აქ ყველაფერი მარტივადაა. რონალდუ და მესი – ფენომენები არიან, რომლებიც ბოლო ათი წელია დომინირებენ. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ კონკრეტულ სეზონზე და ყველა მწვრთნელმა, მოთამაშემ, საფეხბურთო ლეგენდებმა და ჟურნალისტებმა დაახლოებითი ერთნაირი არჩევანი გააკეთეს. ნუთუ ყველა ერთად შეცდა?!“ – განაცხადა მოდრიჩმა Sportske Novosti-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი