ლუკა მოდრიჩი „რეალთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ლუკა მოდრიჩი მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
„მხოლოდ მოდრიჩი არ გააგრძელებს „რეალთან“ კონტრაქტს. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ხელშეკრულების ვადა ეწურება, კლუბის ხელმძღვანელობასთან ისაუბრებს და ისე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
36 წლის ხორვატს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Luka Modrić new contract until June 2023 has never been in doubt on Real Madrid side. Just matter of time to meet, discuss some details, prepare the paperworks and then announce the new deal. ⚪️⭐️ #Modric
…in progress since weeks, months. ⤵️🇭🇷 https://t.co/sWq2ScyKlx
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 2, 2022