„მილანის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება. ამის შესახებ წერს გამოცემა Defensa Central.
წყაროს ცნობით, კარიერის დასრულების შემდეგ, ხორვატი ფეხბურთელი ლიცენზიას მიიღებს და მწვრთნელის კარიერას დაიწყებს ერთ-ერთ მადრიდულ აკადემიაში.
მოდრიჩის მიმდინარე ხელშეკრულება „მილანთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ნახევარმცველმა იტალიური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.