ლუკა მოდრიჩი „რეალს“ დატოვებს და საუდის არაბეთში გადავა #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩი „რეალს“ დატოვებს და საუდის არაბეთში გადავა #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დატოვებს მადრიდულ კლუბს.

როგორც გაზეთი Sport-ი წერს, ხორვატი ფეხბურთელი საუდის არაბეთის კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. ხელშეკრულება სამი წელი იქნება ძალაში და მოდრიჩი 120 მილიონს გამოიმუშავებს. აღნიშნავენ, რომ ლუკას არ სურს ხორვატიის ნაკრებში კარიერის დასრულება და უნდა ევრო 2024-ზე თამაში.

ლუკა მოდრიჩის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ ამა წლის ივნისის ბოლოს იწურება. ადრე ამტკიცებდნენ, რომ მადრიდული კლუბი და ფეხბურთელი ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

დასრულებულ სეზონში მოდრიჩმა 51 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.