ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ დარჩენას კიდევ ერთი წლით აპირებს #1TVSPORT
ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ დარჩენას კიდევ ერთი წლით აპირებს #1TVSPORT

ლუკა მოდრიჩი მზადაა, მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩეს, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა DiarioAS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მოდრიჩს არ სურს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულების მიხედვით, მადრიდის „რეალი“ დატოვოს. მხარეები მოლაპარაკებას ზაფხულში გამართავენ.

ხორვატი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლითაა გათვლილი. ეს მისთვის მე-13 სეზონია „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში.

ლუკა მოდრიჩს სექტემბერში 40 წელი შეუსრულდება. ის „რეალში“ 2012 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. გუნდთან ერთად ხორვატმა ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ოთხჯერ ლა ლიგა მოიგო.

2018 წელს მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდა.