ლუკა მოდრიჩი მადრიდის ელიტურ უბანში იცხოვრებს
ლუკა მოდრიჩი მადრიდის ელიტურ უბანში იცხოვრებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდა.

ხორვატმა ფეხბურთელმა მადრიდში ლა მოვალეხას ელიტურ რაიონში სახლი 12 მილიონ ევროდ შეიძინა. მიწის ნაკვეთის საერთო ტერიტორია 10 ათასი კვადრატული მეტრია, სახლის ფართობი – 2700 კვადრატული.

სახლში ცხრა საძინებელია, ცხრა სააბაზანო, მასაჟის კაბინეტი, სატრენაჟორო დარბაზი, ავტოფარეხი 10 მანქანაზე.

სარდაფის ტერიტორიაზე არის თანამედროვე კინოთეატრი 18 ადგილზე, ოთახი საღამოებისთვის, აგრეთვე, ბავშვების სათამაშო მოედანი.