ლუკა მოდრიჩი ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად მეთოთხმეტედ დაასახელეს #1TVSPORT

23:05, 20.04.2026

„მილანის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის 2025 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 40 წლის ფეხბურთელი ზედიზედ მეათედ და კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა ამ პრიზის მფლობელი.

მოდრიჩი „მილანში“ გასულ წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მანამდე მან 13 სეზონი „რეალში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 27 ტიტული მოიგო, მათ შორის, ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა.

2018 წელს, ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთს“ დაეუფლა.

მსგავსი