ლუკა მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში კარიერის გაგრძელებას აპირებს #1TVSPORT

09:53, 10.07.2026
DOHA, QATAR - DECEMBER 01:  Luka Modric of Croatia looks on   during the FIFA World Cup Qatar 2022 Group F match between Croatia and Belgium at Ahmad Bin Ali Stadium on December 01, 2022 in Doha, Qatar. (Photo by Francois Nel/Getty Images)

რამდენიმე ხორვატული გამოცემის ინფორმაციით, ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი არ აპირებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას.

იტყობინებიან, რომ 40 წლის ნახევარმცველს სურს, გააგრძელოს გამოსვლა ხორვატიის ნაკრებში და იმედოვნებს სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით თამაშს. სწორედ ამ სპეციალისტის მწვრთნელობისას ჰქონდა მოდრიჩს 2006 წელს დებიუტი ეროვნულ გუნდში. როგორც ცნობილია, მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ზლატკო დალიჩმა დატოვა ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი და ახლა ვაკანტურ თანამდებობაზე ბილიჩის კანდიდატურა განიხილება.

9 სექტემბერს, მოდრიჩს 41 წელი უსრულდება. ხორვატიის ნაკრებში ის 2006 წლის მარტიდან თამაშობს და ეროვნული გუნდის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით (202).

მსგავსი