იტალიური გამოცემა La Repubblica იუწყება, რომ ლუკა მოდრიჩი კარიერას, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს გრანდში – „მილანში“ გააგრძელებს.
39 წლის ხორვატი ნახევარმცველი მადრიდის „რეალს“ ზაფხულში დატოვებს და „როსონერისთან“ კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გააფორმებს. წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერი შეთანხმებულია და მხარეები ბოლო დეტალებს არკვევენ.
მოდრიჩის მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება, შესაბამისად, იტალიურ კლუბს მისი დამატება უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი ხორვატი ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ 2012 წელს შეუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში 28 ტიტული მოიპოვა, მათ შორის – 6-ჯერ ჩემპიონთა ლიგა. მოდრიჩმა „რეალის“ მაისურით 590 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 43 გოლი და 95 საგოლე გადაცემა შეასრულა.