ლუკა მაისურაძემ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მონღოლი ოტგონბაატარი ოქროს დროში დაამარცხა

10:11, 28.08.2019

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრმა, 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მონღოლი ოტგონბაატარი ოქროს დროში დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.

მომდევნო დაპირისპირებას ლუკა მაისურაძე ბელგიელ ჩოუჩისა და პუერტო რიკოელ განდიას შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

მსგავსი