ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თურქეთში მიმდინარე ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში ლუკა მაისურაძე (90 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა.

დღეს ტურნირზე ასევე წარმატებულად ასპარეზობს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილიც, ქართველი ძიუდოისტი ფინალშია და ოქროს მედლისთვის უზბეკ ალიშერ იუსუპოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე (დღემდე) ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ანტალიაში პირველ ადგილის დაკავება 19 წლის გიორგი ტერაშვილმა (73კგ) შეძლო,მეორე ადგილზე კი ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) გავიდა.