ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან-პრიზე ოქროს მედალი აიღო
ლუკა მაისურაძემ ანტალიის გრან-პრიზე ოქროს მედალი აიღო

ანტალიაში მიმდინარე გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში შესანიშნავი ილეთით, სუფთა გამარჯვებით იტალიელი სპორტსმენი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

დღეს ტურნირზე ორთაბრძოლები კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გაიმართა.

ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ მაისურაძემ იასპარეზა. ჩვენი სპორტსმენები ტურნირის მეორე დღეს შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ:

კაცები
73 კგ. – ბექა შავდათუაშვილი,ლაშა გიუნაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე,ვლადიმერ ახალკაცი

ქალები
70 კგ. – მარიამ ჭანტურია

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, ორთაბრძოლები კაცებში 90, 100 და 100+, ხოლო ქალებში 78 და 78+ კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გაიმართება. ქართველი ძიუდოისტები ხვალ ასეთი შემადგენლობით იასპარეზებენ:

კაცები

90 კგ. – გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.
100 კგ. – ზაურ კენჭაძე.
+100 კგ. – ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე.

ქალები

+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი.