ლუკა მაისურაძე ტატამს ხვალ, 28 აგვისტოს კოიმბრას ტურნირზე დაუბრუნდება #1TVSPORT

12:49, 27.08.2022

ქართველი ძიუდოისტი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ), სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ტატამს კოიმბრას ტურნირზე ხვალ დაუბრუნდება.

თბილისის გრანდ სლემის წინ (3-5 ივნისის) რამდენიმე დღით ადრე მას ბრმანაწლავზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ლუკამ რეაბილიტაციის პროცესი სრულფასოვნად გაიარა და კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალიაში კოიმბრას ევროპის თასის მოგებას შეეცდება.

საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე მონაწილეობას მხოლოდ ლუკა მაისურაძე მიიღებს.

მსგავსი