ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ლიპარტელიანი მედლის მოპოვებას რეპეჟაშიდან შეეცდება #1TVSPORT
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ლიპარტელიანი მედლის მოპოვებას რეპეჟაშიდან შეეცდება #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში სამი ქართველი სპორტსმენი აგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას. ტურნირზე მეორე შეხვედრა ჩაატარა ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ). ნაკრების კაპიტანმა მეოთხედფინალში ახალგაზრდა შვეიცარიელ დანიელ ეიჩს ვერაფერი მოუხერხა და ბოლო წამებზე დამარცხდა. ვარლამი რეპეჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

კონტინენტის პირველობაზე მეორე ორთაბრძოლა მოიგო ლუკა მაისურაძემ (90კგ) . იგი რუმინელ ალექს გრეტს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გდებით დაამარცხა. მაისურაძე ნახევარფინალში უნგრელ კრისტიან ტოტს დაუპირისპირდება. ასევე ფინალში გასასვლელად იჭიდავებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილიც. ქართველი ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ სპიჟკერსს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, მესამე ადგილი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვა.

ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.