ლუკა მაისურაძე დაბრუნდა და რიჩონეს ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა​ #1TVSPORT
ლუკა მაისურაძე დაბრუნდა და რიჩონეს ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა​ #1TVSPORT

ქართველი ძიუდოისტი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ტრავმის შემდეგ ძოუდოს დაუბრუნდა და რიჩონეს ევროპის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქართველი ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგ ლორის ტასირთან დამარცხდა.

ლუკა მაისურაძისთვის რიჩონეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად უნდა ჩაითვალოს. იმედი ვიქონიოთ, რომ კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი, ტაშკენტში გასამართ (6-13 ოქტომბერი) წლის მთავარ შეჯიბრებას სასურველ ფორმაში შეხვდება და 2022 წელს დუბლს შეასრულებს.