ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლის მფლობელია

ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარეობს, ქართველმა სპორტსმენმა ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტ მატჩში ქართველ ძიუდოისტს ირანელი საიდ მოლაი ხვდებოდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ლუკამ გადამწყვეტი ვაზარის აღება დროის ამოწურვამდე 50 წამით ადრე მოახერხა.