ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან-პრის ფინალშია
ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან-პრის ფინალშია

ანტალიაში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან-პრიზე ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდა და გადამწყვეტ ბრძოლას იტალიელ სპორტსმენ კრისტიან პალატისთან გამართავს.

დღეს ტურნირზე ორთაბრძოლები კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში იმართება.

ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ მაისურაძე იასპარეზებს. ჩვენი სპორტსმენები ტურნირის მეორე დღეს შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ:

კაცები
73 კგ. – ბექა შავდათუაშვილი,ლაშა გიუნაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე,ვლადიმერ ახალკაცი

ქალები
70 კგ. – მარიამ ჭანტურია

ფინალური ბლოკი 18.00 საათზე დაიწყება.