ლუკა მაისურაძე აბუ-დაბის ტურნირის ვერცხლის მედალოსანია
ლუკა მაისურაძე აბუ-დაბის ტურნირის ვერცხლის მედალოსანია

არაბეთის გაერთიანებული საემირების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ლუკა მაისურაძემ (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ოქროს მედლისთვის კორეელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

ტურნირზე დღეს, 25 ოქტომბერს, კიდევ სამი ქართველი გამოვიდა საასპარეზოდ, მაგრამ 73კგ-ში ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე, ხოლო 81კგ-ში ზებედა რეხვიაშვილი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობას.