ლუკა მაისურაძე აბუ-დაბის ტურნირის ფინალშია - ძიუდო
ლუკა მაისურაძე აბუ-დაბის ტურნირის ფინალშია - ძიუდო

არაბეთის გაერთიანებული საემირების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ლუკა მაისურაძე (81კგ) ფინალში გავიდა. ქართველი ოქროს მედლისთვის კორეელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

ტურნირზე დღეს, 25 ოქტომბერს, კიდევ სამი ქართველი გამოვიდა საასპარეზოდ, მაგრამ 73კგ-ში ფრიდონ გიგანი და გიორგი ჩიხელიძე, ხოლო 81კგ-ში ზებედა რეხვიაშვილი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ასპარეზობად.

ფინალური ბლოკი 17.00 საათზე დაიწყება.