ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა #1TVSPORT
ლუკა ლომაიამ ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის XXV პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრმა, ლუკა ლომაიამ იასპარეზა.

ქართველი პარაათლეტი პარასნოუბორდის დისციპლინაში გამოვიდა. პირველ დაშვებაზე მან დისტანცია წუთსა და 10 წამში დაფარა, ხოლო მეორე დაშვება წუთსა და 8 წამში დაასრულა. საბოლოოდ მან მე-19 ადგილი დაიკავა.

ზამთრის XXV პარალიმპიური თამაშები მილანსა და კორტინაში 15 მარტს დასრულდება.