ლუკა ლოჩოშვილმა, შესაძლოა, „ნიურნბერგი“ დატოვოს - ქართველ ფეხბურთელს ინგლისიდან აკვირდებიან #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა, შესაძლოა, „ნიურნბერგი“ დატოვოს - ქართველ ფეხბურთელს ინგლისიდან აკვირდებიან #1TVSPORT

„ნიურნბერგი“, შესაძლოა, ლუკა ლოჩოშვილმა დატოვოს, – ინფორმაციას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის შესახებ გამოცემა Kicker-ი ავრცელებს.

„ლოჩოშვილით გადახდისუნარიანი კლუბები დაინტერესდნენ. საიმედო მცველს განსაკუთრებით ინგლისიდან აკვირდებიან. მისი კონტრაქტი 2029 წლამდეა ძალაში, „ნიურნბერგს“ კი აქვს ბერკეტი, შესაბამისი სატრანსფერო თანხა მოითხოვოს, თუ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი მითითებული არ არის“, – წერს Kicker-ი.

ლუკა ლოჩოშვილის შესახებ Clubfokus-იც იუწყება:

„მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ფეხბურთელი ფრანკონიაში სეზონის დაწყებამდე გადავიდა, განშორება, შესაძლოა, ერთ წელიწადში შედგეს. ქართველმა თავისი მომავალი ღიად დატოვა. „არ ვიცი“, – უპასუხა მან კითხვას, ითამაშებს თუ არა გუნდში მომავალ სეზონში.

მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი მიროსლავ კლოზე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ კლუბი ბევრ წამყვან ფეხბურთელს არ დაკარგავს“, – წერს გამოცემა.