ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ში ითამაშა - „კრემონეზე“ „ემპოლისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ში ითამაშა - „კრემონეზე“ „ემპოლისთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა „კრემოენეზეს“, რომელიც სერია A-ს მატჩში, „ემპოლისთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა. შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ – 0:0.

ანგარიში მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წამში გაიხსნა. 46-ე წუთზე, „ემპოლის“ შემტევი ნიკოლო კამბიაგი მცველებს იოლად გასცდა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი გოლად აქცია – 1:0. 88-ე წუთზე კი ფაბიანო პარიზიმ სტუმრებს მეორეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

15 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ ისევ 7 ქულით დარჩა. ლოჩოშვილის გუნდს მიმდინარე სეზონში თამაში კვლავ არ მოუგია და 20 გუნდს შორის მე-18 პოზიციაზეა.