ლუკა ლოჩოშვილმა „გლადბახის“ წინააღმდეგ „ნიურნბერგის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგურ მატჩში „ნიურნბერგი“ ბუნდესლიგის წარმომადგენელ მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
„მაქს მორლოკ შტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში მიროსლავ კლოზემ ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კვლავ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და 3-5-2 სქემაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მთავარმა მწვრთნელმა 64-ე წუთზე შეცვალა.
ამ შეხვედრით „ნიურნბერგმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. სეზონი 2 აგვისტოს დაიწყება – გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში მიროსლავ კლოზეს გუნდი სტუმრად „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდება.