ლუკა ლოჩოშვილისთვის ბუნდესლიგა სასიამოვნო გამოწვევაა – კიოლნში ევრო 2024-ზე ვითამაშე და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ ქალაქის გუნდი ავირჩიე #1TVSPORT

19:42, 06.07.2026

ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ ვებგვერდთან ინტერვიუში ახალ კლუბთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ევრო 2024-ზე კიოლნში გამართულ მერვედფინალურ მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ „კიოლნში“ გადმოსვლით და მოუთმენლად ველი ამ ახალ გამოწვევას. ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ამის მისაღწევად ყოველდღიურად ვმუშაობ როგორც გუნდთან ერთად, ისე ინდივიდუალურად.

ჩემი სათამაშო სტილი? აგრესიული მოთამაშე ვარ. მიყვარს ბურთით თამაში და დრიბლინგი, თუმცა თავს კომფორტულად ორთაბრძოლებსა და დაცვაშიც ვგრძნობ. გასულ სეზონში ხუთი გოლი გავიტანე და იმედია, ამას „კიოლნშიც“ შევძლებ.

დიახ, საქართველოს ნაკრებთან ერთად კიოლნის „რაინ ენერჟი შტადიონზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. ეს ძალიან კარგად მახსენდება. თავად სტადიონიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც კარიერის გასაგრძელებლად „კიოლნი“ ავირჩიე.

ახალ სეზონს მოუთმენლად ველი. მსიამოვნებს ძლიერ მეტოქეებთან კონკურენცია. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება. მოუთმენლად ველი ამ გამოწვევას“, –  აღნიშნა ლოჩოშვილმა.

მსგავსი