ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „დარმშტადს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით წააგო #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მეორე ბუნდსლიგაში „დარმშტადტს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა, 61-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო საბოლოოდ 6,3 ქულით შეაფასეს.
„ნიურნბერგისთის“ შეხვედრა დრამატულად დასრულდა. თამაშის ბედი 90+4-ე წუთზე გადაწყდა, სტუმართა შეტევა ფრანგმა თავდამსხმელმა, კილიან კორედორიმ დააგვირგვინა და „ნიურნბერგი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. „დარმშტადტი“ კი ასპროცენტიანი შედეგით (6 ქულა) გალიდერდა.
„ნიურნბერგი“ შემდეგ შეხვედრას 16 აგვისტოს გამართავს – მიროსლავ კლოზეს გუნდი გერმანიის თასზე „ილერტისენს“ ესტუმრება.