ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის ფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის ფინალში ვერ გავიდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა. მატჩი 0:0 დასრულდა და ქართველის გუნდი თასის ფინალში ვერ გავიდა.

პირველი თამაში კრემონაში „ფიორენტინამ“ 2:0 მოიგო. „სტადიო არტემიო ფრანკიზე“ გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში ლუკა ლოჩოშვილი კრემონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„კრემონეზე“ თამაშის განმავლობაში ბევრს ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება (2:0) ფლორენციელებს დარჩათ.

„ფიორენტინა“ თასის ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ტურინის „იუვენტუსი“ 2:1 (1:1, 1:0) დაამარცხა. ტიტულისთვის გადამწყვეტი ბრძოლა 24 მაისს გაიმართება.