ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნისა“ და „ვერდერის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

22:32, 12.09.2026

ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ბრემენის „ვერდერი“ საკუთარ არენაზე მიიღო და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა – 1:1.

საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

„კიოლნს“ მე-8 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ტეის დალინგამ პენალტი ვერ გამოიყენა. მალევე, მე-11 წუთზე, ლინტონ მაინამ სტუმრებს მაინც გაუტანა. თუმცა 69-ე წუთზე ნიკლას ფიულკრუგმა წონასწორობა აღადგინა და „ვერდერი“ მარცხისგან იხსნა.

ბუნდესლიგაში გამართული 3 ტურის შემდეგ „კიოლნმა“ 4 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი