ლუკა ლოჩოშვილის გოლი ამხანაგურ მატჩში - „კრემონეზემ“ 6:0 მოიგო #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის გოლი ამხანაგურ მატჩში - „კრემონეზემ“ 6:0 მოიგო #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეში“ პირველი გოლი გაიტანა. კრემონელები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან და შეკრებაზე, ამხანაგური მატჩში სერია D-ს „სალსომაჯორე“ 6:0 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი პირველსავე ტაიმში გამოიჩინა.

ანგარიში მე-17 წუთზე არგენტინელმა ნახევარმცველმა სანტიაგო ასკასიბარმა გახსნა, ორ წუთში კი ლოჩოშვილმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. პირველი ტაიმში „კრემონეზემ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა – თავი ნიგერიელმა თავდამსხმელმა სირილ დესერსმა (24) და დევიდ ოკერეკემ (39-პენალტით) გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში კრემონელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ შემადგენლობა შეცვალა და მოედნიდან ლოჩოშვილიც გაიყვანა. „კრემონეზემ“ დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 6:0.