ლუკა ლოჩოშვილი საუკეთესო იყო - „ნიურნბერგი“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი საუკეთესო იყო „ნიურნბერგში“, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუეს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
მე-5 ტურის შეხვედრამდე ქართველის გუნდს მხოლოდ ქულა ჰქონდა მოპოვებული. ამოცანა რთული იყო – „ნიურნბერგის“ მეტოქე მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 44-ე წუთზე ანგარიში შლოისენერმა გახსნა და „კარლსრუე“ დააწინაურა. 45+4 კუდუსუმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 75-ე წუთზე ვანიცეკმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
წაგების მიუხედავად, ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ბოლო წამებზე შეტევაში ჩართულმა კარში დარტყმით წონასწორობის აღდგენა სცადა, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.
საბოლოოდ, ლოჩოშვილმა 7,7 ქულა დაიმსახურა, რაც ძალიან კარგი შეფასებაა. 5 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ კვლავ 1 ქულითაა და ბოლო ადგილზე დარჩა.