ლუკა ლოჩოშვილი „ნაპოლისთან“ მატჩის წინ - კვარაცხელიას შეჩერება რთული იქნება #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი „ნაპოლისთან“ მატჩის წინ - კვარაცხელიას შეჩერება რთული იქნება #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილს „გაზეტა დელო სპორტმა“ „კრემონეზე“-„ნაპოლის“ მატჩამდე ინტერვიიუ ჩამოართვა. კრემონელთა 24 წლის ქართველი მცველმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, იმაზეც, როგორ სურს შეაჩეროს „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია – მეგობარი და თანამემამულე, რომელსაც კვირას დაუპირისპირდება.

 

სერია A-ზე

გუნდების დონე ძალიან მაღალია, ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა, რომელთანაც რთულია კონკურენცია.

 

კვარაცხელიას შესახებ

ჩვენ მეგობრები ვართ. ორივემ კარიერა „დინამო თბილისში“ დავიწყეთ და ახლა ეროვნულ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ: ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. დროთა განმავლობაში მისი პროგრესი აშკარა იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ „ნაპოლისნაირი“ დიდი გუნდი მის კლასს კიდევ უფრო გაზრდიდა. კვარას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს.

 

როგორ გავაჩერო?

ეს ძალიან რთული იქნება… მოგვიწევს ბევრი მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, რომ მის შეზღუდვას მაინც შევეცადოთ. მაგრამ პრობლემა მხოლოდ მასში არაა. მთლიანად „ნაპოლი“ ამტკიცებს, რომ დიდებული გუნდია.

 

კალაძის შესახებ

ჩვენთვის ის ლეგენდაა, ყველა აღფრთოვანებულია მისით, რადგან კალაძემ მოახერხა ადგილის დამკვიდრება და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, სკუდეტო და კიდევ ბევრი ტიტული „მილანთან“ ერთად.

 

საყვარელი მოთამაშე

კრიშტიანო რონალდო თავისი მენტალიტეტის გამო და შედეგებით მომწონს. ვფიქრობ, რომ ის იდეალური სპორტსმენია. ვსაუბრობ არა მხოლოდ ფეხბურთზე, არამედ ზოგადად სპორტულ სფეროზე.

 

კრემონეზეში

როცა გავიგე, რომ აქ მოსვლის შესაძლებლობა მქონდა, ველაპარაკე მწვრთნელს, ხელმძღვანელობას და გადმოსვლაზე ბევრი არც მიფიქრია.

 

ალვინის შესახებ

როგორც მწვრთნელი, ის შრომისმოყვარეა, ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება. მატჩებს დიდი ემოციებით ატარებს. მაგრამ მოედნის მიღმა ის ძალიან მშვიდია.