ლუკა ლოჩოშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „აუსტრია“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „აუსტრია“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა. დაძაბულ მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულდა. ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ კაპიტანი გახლდათ.

ორივე ტაიმი ერთნაირი სცენარით დაიწყო. გრაცელები 29-ე წუთზე იატას გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 37-ე წუთზე პრელეცმა წონასწორობა აღადგინა. შესვენების შემდეგ ბოვინგმა (60′) „შტურმი“ კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო ფიციმ (75′) ანგარიში ისევ გაათანაბრა.

მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 37 ქულით 17 ტურის შემდეგ კვლავ ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია, თუმცა „აუსტრიასთან“ (34) უპირატესობა ვერ გაზარდა.

ლუკა ლოჩოშვილმა „სალერნიტანაში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა იტალიის სერია B-ს 25-ე ტურის გასვლითი შეხვედრა „ბრეშასთან“ 0:0 დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა და საბოლოოდ „სალერნიტანას“ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.7 ქულა.

ამ ტურის შემდეგ „სალერნიტანას“ აქტივში 25 ქულაა. გუნდი იტალიის სერია B-ს 25-ე ტურის შემდეგ მე-17 ადგილზეა და გასავარდნთა ზონიდან პლეი აუტის ზონაში გადაინაცვლა.