ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადადის #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადადის #1TVSPORT

კრემონეზესთან“ ლუკა ლოჩოშვილთან დაკავშირებული ყველა დეტალი გარკვეულია და ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-სსალერნიტანაში“ გადავა – ინფორმაციას salernitananews-ი ავრცელებს.

„ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ „სალერნიტანა“ ბაზარზე ძალიან გააქტიურდა. გუნდის სპორტული დირექტორი მარკო ვალენტინი კიდევ ერთ ტრანსფერს ასრულებს. ამ დროისთვის კლუბი „კრემონეზედან“ ლუკა ლოჩოშვილის გადაყვანაზე მუშაობს და გარიგების დეტალებს აზუსტებს.

საბოლოო დეტალები უცნობია, მაგრამ კონტრაქტზე წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. „კრემონეზეში“ ქართველმა მცველმა ამ სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, „სალერნიტანაში“ კი ადგილის დამკვიდრებას შეეცდება“, – წერს salernitananews-ი.

ლუკა ლოჩოშვილიკრემონეზეს“ რომ ტოვებდა, ეს ცნობილი იყო. თურქული მედიის მტკიცებით, ქართველ მცველს „გაზიანტეპი“ და „რიზესპორი“ იწვევდნენ. იყო იტალიის სერია B-ს ვარიანტიც – ლუკას „მოდენა“ ეპატიჟებოდა.

​ლოჩოშვილმა, საბოლოოდ, ისევ იტალიაში დარჩენა ამჯობინა და გადადის „სალერნიტანაში“, რომელიც საგაზაფხულო ეტაპს 20-გუნდიან იტალიის სერია B-ში მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაში დაიწყებს.