ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა შეარჩია.

საქართველოს ნაკრებისა და „ნიურნბერგის“ ფეხბურთელმა 27-ე ტურის შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 26 წლის მცველმა „კაიზერსლაუტერნთან“ მატჩში ანგარიში გახსნა, შეხვედრის მიწურულს კი დუბლი შეასრულა.

Sofascore-მა ლუკა ლოჩოშვილის თამაში 9,0 ქულით შეაფასა, თავდაპირველად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო ტურის დასრულების შემდეგ კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.