ლუკა ლაკვეხელიანი დინამოელია - კონტრაქტი უკვე გაფორმდა #1TVSPORT
ლუკა ლაკვეხელიანი დინამოელია - კონტრაქტი უკვე გაფორმდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ რიგებს ლუკა ლაკვეხელიანი შეემატა, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. კონტრაქტი ოფციონის სისტემით დაიდო 1+2 წლით და გახანგრძლივების პერსპექტივას გულისხმობს.

ლუკა ლაკვეხელიანი „საბურთალოს“ აღზრდილია და კარიერა ამ კლუბის რიგებში დაიწყო, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლუკა 2020 წლიდან უნგრული „მეზოკოვეშდის“ ღირსებას იცავდა. „დინამო თბილისის“ ახალწვეულს ასევე უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, იყო საქართელოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.