ლუკა ლაცაბიძე - ნაკრებში ძალიან კარგად დამხვდნენ და დადებითი ემოციებით დავიმუხტე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, ლუკა ლაცაბიძემ პირველ სანაკრებო ემოციებზე ისაუბრა. ოდესის „ჩორნომორეცის“ 20 წლის მცველი ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში პირველად სომხეთთან ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა.
„ნაკრებში ყველა კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. გუნდში ჩემი თაობის ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძეა, მასთან ერთად ადრეც მითამაშია, ამ ფაქტმა ადაპტაცია გამიადვილა“, – თქვა ლუკა ლაცაბიძემ.
ლაცაბიძეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ორივე მატჩში ათამაშა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა მწვრთნელის ნდობა გაამართლა.
ლუკა ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვილი სანიოლმა ახალგაზრდა მოთამაშეს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა.
ფოტო: Nakrebi.ge