ლუკა ლაცაბიძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა - თბილისელებმა აფრიკელი ნახევარმცველიც დაიმატეს #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ უკრაინიდან ლუკა ლაცაბიძე იჯარით დაიბრუნა, ხოლო თურქული „ბაშაქშეჰირიდან“ კოტდ’იუვარელი ნახევარმცევლი მიიწვია – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„„დინამო თბილისს“ ლუკა ლაცაბიძე და აბდულაი იორო შემოუერთდნენ. ორივე მოთამაშე გუნდში იჯარის წესით ჩაირიცხა. ლუკა „დინამოს“ სეზონის ბოლომდე დაეხმარება, აბდულაი იორო კი ერთი წლით დარჩება თბილისურ გუნდში.
იორო 18 წლის ცენტრალური ნახევარმცევლია, ის თურქული „ბაშაკშეჰირში“ თამაშობდა“, – წერია „დინამო თბილისის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ლუკა ლაცაბიძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. 2024 წელს დონეცკის „შახტარში“ გადავიდა, ბოლო სეზონი კი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, მაგრამ ტრავმის გამო სლოვაკეთში გამართულ ევრო 2025-ზე ვერ ითამაშა.