ლუკა ხორხელმა სლოვაკეთის ჩემპიონატში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-7 ტური ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა. ოთარ მამაგეიშვილის „ვოლფსბერგერი“ „რიდთან“ 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23 წლის ნახევარმცველი სტუმრების ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
გიზი მამაგეიშვილი და ოთარ კიტეიშვილი კი გრაცის „შტურმის“ ფორმით „ზალცბურგს“ ესტუმრნენ 0:3 დამარცხდნენ. ორივე „ჯვაროსანმა“ შეცვლაზე ითამაშა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ლევან ნონიკაშვილის „სკალიცა“ საშინაო არენაზე ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვასთან“ დამარცხდა – 0:1. მოედანზე მხოლოდ ნონიკაშვილი იყო, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს.
„დუნაისკა სტრედა“ (ცოტნე კაპანაძე, გიორგი გაგუა) ტრნავის „სპარტაკს“ (გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ხორხელი) დაუზავდა – 2:2. ტრავმირებული კაპანაძის გარდა, ყველა ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. 85-ე წუთზე ხორხელმა საგოლე გადაცემა შეასრულა, გოლი კი მეჰმეთმა გაიტანა და ტრნაველებს ქულა მოუტანა.