ლუკა ხორხელი სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს – „სამგურალის“ ფეხბურთელმა ტრნავის „სპარტაკთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

00:11, 07.09.2025

ლუკა ხორხელი კარიერას ტრნავის „სპარტაკში“ გააგრძელებს – ინფორმაციას სლოვაკური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლუკა ხორხელი „სპარტაკის“ ახალი შენაძენია. 25 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც მრავალმხრივი მოთამაშეა, ჩვენს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“, – წერია ტრნავის „სპარტაკის“ ოფიციალურ გვერდზე.

25 წლის ხორხელმა საფეხბურთო სამყაროს თავი ბოლნისის „სიონში“ 2021-22 წლებში კარგი თამაშით გააცნო. 2023 წელს კი წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, სადაც გუნდის ლიდერი გახდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში მის ანგარიშზე 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სლოვაკურ გუნდში გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობს, რომელიც სლოვაკეთში ფოთის „კოლხეთიდან“ 2025 წლის პირველ ივლისს გადავიდა.

ტრნავის „სპარტაკი“ ახალ სეზონში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.

მსგავსი