ლუკა ხორხელი სლოვაკეთის ჩემპიონატის კვირის ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ლუკა ხორხელი სლოვაკეთის ჩემპიონატის კვირის ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ლუკა ხორხელი სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, – საუკეთესოები ანალიტიკურმა პორტალმა, SofaScore-მა შეარჩია.

ტრნავას „სპარტაკის“ 25 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავი სლოვაკეთის ლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-6 ტურში გამოიჩინა და „მიხალოვცესთან“ საშინაო მატჩში (3:0) მთავარი როლი ითამაშა.

ხორხელმა მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში კი სტუმრებს მეორეც გაუტანა და სლოვაკურ გუნდში დუბლი პირველად შეასრულა. SofaScore-მა მისი თამაში 8.4 ქულით შეაფასა და კვირის ნაკრებში შეიყვანა.

ლუკა ხორხელი ახალ ლიგასა და გუნდს კარგად შეეგუა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 6 საგოლე მოქმედება აქვს – 5 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა.