ლუკა ხორხელი - მსურს, ტრნავის „სპარტაკს“ ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო #1TVSPORT
ლუკა ხორხელი - მსურს, ტრნავის „სპარტაკს“ ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო #1TVSPORT

ტრნავის „სპარტაკის“ ქართველმა ახალწვეულმა, ლუკა ხორხელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში სლოვაკეთში გადასვლაზე ისაუბრა.

25 წლის ფეხბურთელმა „სპარტაკთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი თქმით, მიზეზი ის არის, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ გამოსვლა სწორედ ამ ნომრით დაიწყო.

„ეს ჩემი პირველი სეზონი იქნება საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც მთელი კარიერა ვითამაშე. შეიძლება ცოტა რთული იყოს, მაგრამ აქ ყველამ თბილად მიმიღო. არ ვფიქრობ, რომ ადაპტაციას დიდი დრო დასჭირდება და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება.

ტრანსფერში დამეხმარა მეგობარი – „სპარტაკის“ მოთამაშე გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელთანაც კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ვისაუბრე. ჩვენ გუნდსა და ქალაქზე ვისაუბრეთ. გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. გიორგის სიტყვების შემდეგ მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა და აი, აქ ვარ.

მსურს, ტრნავის „სპარტაკს“ დავეხმარო ტიტულების მოპოვებაში. ყოველთვის ამაზე ვფიქრობ, სხვა მიზნები არ გამაჩნია“, – განაცხადა ლუკა ხორხელმა.