ლუკა კაპანაძის ვერცხლი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე | ძიუდო
ლუკა კაპანაძის ვერცხლი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე | ძიუდო

ხორვატიის ქალაქ პორეცში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ძიუდოში, სადაც ქართველმა ლუკა კაპანაძემ (66კგ) ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. დღეს მოასპარეზე კიდევ ორმა ქართველმა, შაქრო შათირიშვილმა (60კგ) და ბექა წიფიანმა (66კგ) ადრეულ ეტაპზე დაასრულეს კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო დღეებში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

-73კგ – გიორგი ჩიხელიძე,

-81კგ – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი შერაზადიშვილი,

-90კგ – მიხეილ ბექაური,

-100კგ – ილია სულამანიძე,

+100კგ – საბა ინანეიშვილი.

ჩემპიონატის პროგრამა:

5 ნოემბერი – ქალები: -63კგ, -70კგ.

მამაკაცები: -73კგ, -81კგ. დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 19:30.

6 ნოემბერი – ქალები: -78კგ, +78კგ. მამაკაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ. დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 19:00.