ლუკა კაჭარავა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია | ფარიკაობა
ლუკა კაჭარავა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია | ფარიკაობა

ქართველი მოფარიკავე ლუკა კაჭარავა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის „ჩაილდს ქაფ 2019“-ის (Internatıonal Child Cup 2019) ჩემპიონია.

ტრადიციულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მოზარდებიც მონაწილეობენ. დაშნით 14 წლამდე ბიჭებს შორის 115 მოფარიკავე დარეგისტრირდა. ჯგუფურ ეტაპზე ლუკამ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი პლეი-ოფში ყველა მეტოქე დაამარცხა, ფინალში მასპინძელთა წარმომადგენელ ეგემენ ოკტაის 15-13 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 20 დღის წინ ლუკა კაჭარავა ბარსელონაში Trofeu Sant Jordi -ის გამარჯვებული გახდა.