ლუკა იოვიჩი - დავამტკიცებ, რომ „რეალში“ თამაშის ღირსი ვარ
ლუკა იოვიჩი - დავამტკიცებ, რომ „რეალში“ თამაშის ღირსი ვარ

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა „სამეფო კლუბში“ გადასვლის შესახებ ისაუბრა.

22 წლის სერბი ფეხბურთელი „რეალის“ რიგებს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა.

„ჩემმა აგენტმა დამირეკა და მაცნობა, რომ მას „რეალიდან“ დაუკავშირდნენ. უთქვამთ, რომ მოსწონთ ჩემი თამაში, – ციტირებს იოვიჩს Marca. – „ნუ დამცინი-მეთქი“ –  ვუპსუხე ჩემს აგენტს, მან კი დამიდასტურა, რომ არის რეალური შემოთავაზება და ყველაფერი კარგად უნდა გავიაზრო. რა თქმა უნდა, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი.

არ მგონია, რომ შეცდომა დავუშვი, რადგან მსოფლიოს ყველაზე დიდი გუნდი, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაგიძახებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა. აუცილებლად დავამტკიცებ, რომ ღირსი ვარ, „რეალის“ ფეხბურთელი ვიყო, რადგან გარკვეული სათამაშო დონე უკვე მაქვს.

ახლა ადაპტაციის რთულ პერიოდს გავდივარ, ასე რომ უფრო გულმოდგინედ უნდა ვიმუშაო.“

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ლუკა იოვიჩმა 14 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.