ლუკა იოვიჩი „ჩელსის“ სამიზნეა
ლუკა იოვიჩი „ჩელსის“ სამიზნეა

„რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი, დიდი ალბათობით მადრიდულ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს, – იუწყება „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo).

გამოცემის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დროს 22 წლის სერბი ფეხბურთელი „ჩელსის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი და სამიზნე იქნება.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ „ჩელსის“ იოვიჩის ხელში ჩასაგდებად, „ნაპოლისთან“, „მილანთან“ და „ტოტენჰემთან“ მოუწევს კონკურენცია.